weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ ერთიანობის დღედ ვაქცევთ – ზელენსკი

12:23 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერსადმი მიმართვაში განაცხადა, რომ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ ცხადდება. ზელენსკის თქმით, პირველი შემთხვევა არაა, როცა უკრაინელებს დიდი ომით ემუქრებიან.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინის სახელმწიფო ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს. 

„გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ ამ დღეს ვაქცევთ ერთიანობის დღედ. შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ გამოვიტანთ ეროვნულ დროშებს, შევიბამთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას.

ჩვენ ერთი დიდი ევროპული მისწრაფება გვაქვს, გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის. ზეციდან გვიყურებს 14 ათასი დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა მათ, ვინც უკრაინა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დატოვეს. 

„თქვენი ძალა არა ფულსა და თვითმფრინავებშია, არამედ სამოქალაქო პოზიციაში, რომლის ჩვენებაც შეგიძლიათ. დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში და თქვენს ხალხთან, რომლის წყალობითაც მიიღეთ ქარხნები და ქონება. დღეს ყველა აბარებს ტესტს უკრაინის მოქალაქეობაზე. ღირსეულად გაიარეთ ის. დაე, ყველამ გაიგოს, ვისთვის არის უკრაინა მართლაც სამშობლო და ვისთვის არის მხოლოდ ფულის პლატფორმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს.

 

ამ თემაზე:

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე შეიჭრას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]